ანა წითლიძე ხელისუფლებას - თქვენი ისტერია მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იცით, 26 ოქტომბერს, დარჩელიც, ზუგდიდიც და სრულიად საქართველოც პირწმინდად გაქვთ წაგებული

თქვენი ისტერია მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იცით, 26 ოქტომბერს, დარჩელიც, ზუგდიდიც და სრულიად საქართველოც პირწმინდად გაქვთ წაგებული, - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ ხელისუფლებას ახლად გახსნილ შტაბზე თავდასხმის შესახებ საუბრისას.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ვერანაირი მუქარით ვერ დააშინებს შტაბის ვერცერთ წევრს.

„დარჩელი და მთელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დღეს უმწვავესი პრობლემის წინაშე დგას: გლეხი, რომელიც მთელი წელი მუშაობდა იმისთვის, რომ თხილის მოსავალი აეღო, თხილის ჩაბარებას ვერცერთ პუნქტში ვერ ახერხებს, რადგან რეგიონში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული მაფია ფუნქციონირებს, რომელიც მათ შორის, თხილის ფასსაც აკონტროლებს და ახლა გლეხებს აიძულებენ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ჩააბარონ თხილი, რადგან იციან, რომ ახალი სასწავლო წელი მოახლოებულია და გლეხები იძულებულნი არიან, შვილებს ფეხსაცმელი, ჩანთა, ტანსაცმელი უყიდონ და სკოლაში გაუშვან.

მთელი დარჩელი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ვერ ახერხებს, რომ შვილები ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყონ. დარჩელში მცხოვრები ყოველი მესამე ადამიანი ემიგრაციაშია წასული, 21-ე საუკუნეში სოფელში არ არის კანალიზაცია და ადგილობრივ მოსახლეობას წყლის პრობლემა აქვს. ამ ფონზე "ქართული ოცნება", მისი მმართველობის 12 წლის თავზე, იმის ნაცვლად, დარჩელელებს ეუბნებოდეს, რატომ არის თხილის ფასი ასეთი დაბალი, რატომ შიათ ბავშვებს სკოლაში, რატომ არის ასეთი მძიმე სოციალური პირობები, რატომ ვერ ახერხებენ ადგილობრივები, სკოლისთვის სათანადოდ მოამზადონ შვილები, აი, ამის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ დელეგატი დათო კოდუა მამამისს, ოთარ კოდუას ავალებს, რომ „ერთიანობის“ ოფისში ხელჯოხებით შევარდეს, იქ მყოფ ახალგაზრდა გოგოებს დაემუქროს, რომ მათ აკუწავს და ენებს ამოაცლის. მე მინდა მათ მივმართო, თქვენი ისტერია მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იცით, 26 ოქტომბერს დარჩელიც, ზუგდიდიც და სრულიად საქართველოც პირწმინდად გაქვთ წაგებული. ვერცერთი ასეთი მუქარით თქვენ ვერ დააშინებთ ჩვენი შტაბის ვერცერთ წევრს, ვერც დარჩელს, ვერც ზუგდიდს და ვერც საქართველოს. 26 ოქტომბერს დარჩელიც, ზუგდიდიც და მთელი საქართველო დაასრულებს სიღარიბეს, იზოლაციას და აირჩევს კეთილდღეობას", - განაცხადა ანა წითლიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო