გორში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე ბულვარი გაიხსნა

გორში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე ბულვარი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი დასასვენებელი სივრცე ძველი ხიდიდან „ახალბაღამდე“ მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები.

„სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო გარეგანათება, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები, ველობილიკები, გამწვანების ზოლი, ბეტონის დეკორატიული ფერადი ფილები, სკამები და ურნები.

ბულვარის მშენებლობამდე „ახალბაღიდან“ ძველ ხიდამდე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოეწყო რკინა - ბეტონის საყრდენი კედელი, გურამიშვილის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე კი რეაბილიტირდა საგზაო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს