აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია გაიხსნა

აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბიუროს გადაწყვეტილებით, 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში, რომელიც ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ წარუდგინა, კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

ბიურომ ცნობად მიიღო უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს თემატური მოკვლევის ანგარიში - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების ღია მმართველობის შეფასება“.

საკითხი, სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ წარმოადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება