ლევან მაჭავარიანი - ოპოზიციამ იცის, ე.წ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს მხარი რომ დაუჭირონ, ამომრჩევლის გულს მოიგებენ, თუმცა უცხოელი უფროსებისგან სერიოზულად დაიტუქსებიან

ოპოზიციამ იცის, რომ [ე.წ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო] კანონპროექტი მათი ამომრჩევლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია - ამ კანონს მხარი რომ დაუჭირონ, ამომრჩევლის გულს მოიგებენ, თუმცა ძალიან დიდ საყვედურს მიიღებენ თავიანთი უცხოელი უფროსებისგან - სერიოზულად დაიტუქსებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ოპოზიციამ იპოვა გამოსავალი, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომებს არ დაესწრებიან და „არც მწვანე ღილაკს დააჭერენ ხელს და არც წითელს.”

„ჩვენი მოსახლეობა და საზოგადოება აკვირდება, როგორ იქცევა ოპოზიცია. ახლაც ბოიკოტის რეჟიმში არიან ისინი და აქაც არ წარმოადგენენ თავიანთ ამომრჩეველს. მიზეზებს იგონებენ, არადა რატომაც ისინი დღეს სხდომათა დარბაზში არ იმყოფებიან, რეალური მიზეზი შემდეგია: ამ კვირაში განვიხილავთ და 2 კვირის თავზე მესამე მოსმენით მივიღებთ ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონს. ოპოზიციამ იცის, რომ ეს კანონპროექტი მათი ამომრჩევლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. რასაც მე ვაკვირდები, ეს არის ერთადერთი თემა, სადაც „ქართული ოცნების” და ოპოზიციის ამომრჩეველი თანხმდება, რომ ეს კანონპროექტი მისაღებია. შესაბამისად, მათ ამ კანონს მხარი რომ დაუჭირონ, რა თქმა უნდა, მოიგებენ ამომრჩევლის გულს, თუმცა ძალიან დიდ საყვედურს მიიღებენ თავიანთი უცხოელი უფროსებისგან - სერიოზულად დაიტუქსებიან. ამიტომ, იპოვეს ასეთი გამოსავალი, რომ არც მწვანე ღილაკს დააჭერენ ხელს და არც წითელს”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს