ვლადიმერ პუტინი - რუსეთისთვის მონღოლეთთან ურთიერთობა პრიორიტეტია

მონღოლეთთან ურთიერთობა რუსეთისთვის პრიორიტეტია, ახლა ორი ქვეყნის წინაშე ურთიერთობების დივერსიფიკაციის ამოცანა დგას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მონღოლეთის პრემიერ-მინისტრთან, ოიუნ-ერდენე ლუვსანამსრაისთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დღეს რუსეთისთვის მონღოლეთთან ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჩვენ ვაფასებთ იმ ყურადღებას, რომელსაც მონღოლეთის მთავრობა და თქვენ პირადად აქცევთ მათ თანმიმდევრულ გაძლიერებას“, - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მთავარი ამოცანა ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციაა.

„გვაქვს თანამშრომლობის განვითარების კარგი შესაძლებლობები. ჩვენ მხარს დავუჭერთ რეგიონთაშორისი კონტაქტების შემდგომ განვითარებას“, - აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი მონღოლეთს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა