იაგო ხვიჩია - მეორე მოსმენით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ პროექტი გაუარესებულია - ხელისუფლებამ ადამიანები, რომელთაც გათავისუფლებას შეჰპირდა, გადააგდო!

მეორე მოსმენით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ პროექტი გაუარესებულია - ხელისუფლებამ ადამიანები, რომელთაც გათავისუფლებას შეჰპირდა, გადააგდო! იმ ხალხის მდგომარეობა გაუარესდა, ვინც შეიძლება უკვე ზეიმობდა, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით არავის აზრი გათვალისწინებული არ არის. ხვიჩიამ პატიმრებს, ვისაც ამნისტია არ შეეხება, ბოდიში მოუხადა და დასძინა, რომ ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, თუ როგორი ცუდია ერთპარტიული მმართველობა.

„არ ვიცი, „ქართული ოცნება“ ასე რამ დააკომპლექსა - ამ ზაფხულს ასეთი რა მოხდა, ვისგან რა ინფორმაცია მიიღეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა არ იყო. შეუძლებელია “ამნისტიის შესახებ“ პროექტი ისე დაწერო, ისე მოიტანო და პარლამენტში ისე წარადგინო, რომ არც ერთი შენიშვნა გათვალისწინებული არ იყოს. როგორ დავიჯერო, რომ ჩვენ არც ერთი ისეთი იდეა არ ვთქვით, რომლის გათვალისწინებაც შეიძლებოდა - არ მინდა დავიჯერო, რომ ამას ჩვენს ჯინაზე აკეთებთ“, - განაცხადა ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა. საკითხი კენჭისყრაზე ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გავა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება