ნიკა მელია - ივანიშვილი არჩევნებს ვერ მოიგებს ვერც ერთი მანიპულაციით და გეგმით - ვინც უნდა გამოუშვას, მივესალმები გათავისუფლებას, ყველა ქართველი მინდა, ვიხილო გისოსებს მიღმა და თავისუფალ სახელმწიფოში

ვინც უნდა გამოუშვას, მივესალმები გათავისუფლებას. ყველა ქართველი მინდა ვიხილო თავისუფალი , - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვას.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, რაც უფრო მეტი ადამიანი შეძლებს არჩევნებზე მისვლას, ხელისუფლება მით უფრო დიდი სხვაობით წააგებს.

„რაც მეტი ადამიანი იქნება თავისუფალი, რაც მეტი ადამიანი შეძლებს რესოციალიზაციას, ჩვენი ნაწილი გახდება, დარწმუნებული ვარ, რომ მით უფრო დიდი ანგარიშით და სხვაობით წააგებს. ივანიშვილი ამ არჩევნებს ვერ მოიგებს ვერც ერთი მანიპულაციით და ვერც ერთი გეგმით, რომელიც შესაძლებელია მას აქვს. ვინც უნდა გამოუშვას, მივესალმები გათავისუფლებას. ყველა ქართველი მინდა ვიხილო თავისუფალი. თავისუფალი როგორც გისოსებს მიღმა, ასევე თავისუფალ სახელმწიფოში მცხოვრები. რაც უფრო მეტი ადამიანი შეძლებს არჩევნებზე მისვლას, მით უფრო დიდი სხვაობთ წააგებს ივანიშვილი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება