გიორგი ვაშაძე - ჩვენი არჩევანი არის ემიგრანტების სახლში დაბრუნება, ამისთვის სპეციალურ ფონდს შევქმნით ემიგრანტებისთვის, რითაც ისინი უკან დაბრუნდებიან

ჩვენი არჩევანი არის ემიგრანტების სახლში დაბრუნება, ამისთვის სპეციალურ ფონდს შევქმნით ემიგრანტებისთვის, რომლითაც ისინი უკან დაბრუნდებიან, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ოცნებას“ სიღარიბე მოაქვს, რის გამოც ქვეყანა უამრავმა მოქალაქემ დატოვა.

„ჩვენი არჩევანი არის ემიგრანტების სახლში დაბრუნება, ამისთვის სპეციალურ ფონდს შევქმნით ემიგრანტებისთვის, რომლითაც ისინი უკან დაბრუნდებიან. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ საქართველოში ყველა კარგად ცხოვრობს და სამუშაო ადგილები შექმნეს. ჩვენ ვამბობთ, რომ, როცა 1500 ლარის ქვემოთ არის ხელფასი, ის სამუშაო ადგილად არ ითვლება.

„ქართულ ოცნებას” არაფრად აღელვებს, რომ მილიონი ადამიანი წავიდა უცხოეთში და ამაზე კითხვის დასმისას უზრდელობაზე გადადიან, მდინარაძეს და მის თანაგუნდელებს მივმართავ, უზრდელობაში ჩვენ არ აგყვებით.

“ქართულ ოცნებას” მოაქვს სიღარიბე, მხოლოდ თვითონ არიან მდიდრები, ხალხი უკიდურესად ღარიბია, სწორედ ამიტომ, მილიონი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან. ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ კეთილდღეობა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ 14 მილიარდი ევროს დაფინანსება, ევროპული ფონდები, რომელიც სოფელს, ქალაქს, ყველაფერს დაეხმარება“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება