გია ჯაფარიძე - 26 ოქტომბერს ჩვენ შეგვიძლია დავაბრუნოთ საქართველო ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე და გვქონდეს ყველა სიკეთე, რაც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ

26 ოქტომბერს, სინამდვილეში, ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა, რომ ვიცხოვროთ. არჩევანი გვაქვს კეთილდღეობასა და სიღატაკეს შორის და საერთაშორისო იზოლაციასა და ევროკავშირის წევრობას შორის - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ თავის ამომრჩეველს სთავაზობს, ზიზღი, დაპირისპირება, კორუფცია და სიღატაკეა.

“12 წლის შემდეგ, ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის ზიზღი, სიძულვილის ენა, დაპირისპირება, დაყოფა, ძალადობა, კორუფცია, სიღატაკე. 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ ყველაფერზე ვთქვათ უარი, 26 ოქტომბერს, სინამდვილეში, ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა, რომ ვიცხოვროთ. გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, როგორიცაა ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები, სადაც ხელმისაწვდომი ჯანდაცვაა, სადაც მაღალი ხარისხის განათლებაა, სადაც სოციალური სამართლიანობაა, სადაც სოციალური დაცულობაა, სადაც სამართლიანი მართლმსაჯულებაა, სადაც კეთილდღეობაა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები. თუ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც არის სიღატაკე, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები გარბიან ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებში. 26 ოქტომბერს არის არჩევანი ამ ორს შორის - ვრჩებით სიღატაკეში, საერთაშორისო იზოლაციაში, თუ ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ. 26 ოქტომბერს ჩვენ შეგვიძლია დავაბრუნოთ საქართველო ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე და გვქონდეს ყველა ის სიკეთე, რაც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ. არჩევანი გვაქვს კეთილდღეობასა და სიღატაკეს შორის და საერთაშორისო იზოლაციასა და ევროკავშირის წევრობას შორის” , - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება