რუსლან სტეფანჩუკი - სამმა მინისტრმა გადადგომა მოითხოვა

უკრაინის სამმა მინისტრმა გადადგომა მოითხოვა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს: უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხების მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელეცმა.

“ასევე გადადგომის შესახებ განცხადება შემოვიდა უკრაინის სახელმწიფო საკუთრების ფონდის თავმჯდომარისგან ვიტალი კვალისგან. ყველა განცხადება ერთ-ერთ უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული”, - წერს სტეფანჩუკი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება