გიგი წერეთელი - რატომ ამბობენ ჩვენი მეგობრები, რომ არჩევანი მარტივია - ხალხი, ვინც დასავლეთს ლანძღავს და მტრებად აცხადებს, ვინც გლობალური ომის პარტიაზე საუბრობს, საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს

რატომ ამბობენ ჩვენი მეგობრები და კოლეგები, რომ მარტივია არჩევანი, რომ ნათელია ყველაფერი. მართლაც ასეა: სიღარიბე, იზოლაცია თუ სიკეთე და კეთილდღეობა ევროპაში - ეს არის მთავარი ამოცანა,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, ხელისუფლება, რომელიც დასავლეთს გლობალური ომის პარტიას უწოდებს, საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს.

„ჩვენ ვართ საარჩევნო კამპანიაში, ვხვდებით ხალხს, დავდივართ და კიდევ უფრო მეტს ვივლით საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა სოფელში და ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, თუ რა აწუხებთ, რა უჭირთ, რას ფიქრობენ, რა არის მთავარი საზრუნავი. ვხედავთ სიდუხჭირეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უპერსპექტივობის განცდას, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ. ხელისუფლება ამ ხალხს არ ელაპარაკება, ხელისუფლება ესაუბრება ბიუროკრატიას, იმ წრეს ადამიანებისას, ვისაც მორეკავს ხოლმე სხვადასხვა შეხვედრაზე და ამისთვის იყენებს ბევრ ინსტრუმენტს, რომელიც მათ გააჩნიათ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ბევრი ისტორიული ფაქტი, როდესაც ხელისუფლებას ჰქონია ბევრი ფული იმისთვის, რომ ხალხზე ზემოქმედება მოეხდინა, თუმცა წაუგია არჩევნები, იმიტომ, რომ ის არასწორ პოლიტიკას ატარებდა და მე ვფიქრობ, რომ დღეს სწორედ ეს მომენტია.

რატომ ამბობენ ჩვენი მეგობრები და კოლეგები, რომ მარტივია არჩევანი, რომ ნათელია ეს ყველაფერი. მართლაც ასეა, სიღარიბე, იზოლაცია თუ სიკეთე და კეთილდღეობა ევროპაში - ეს არის მთავარი ამოცანა, ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენ და ვიტყვი, რომ ის ხალხი, ვინც ლანძღავს დასავლეთს და მტრებად აცხადებს, ვინც გლობალური ომის პარტიაზე საუბრობს, ევროკავშირში საქართველოს ვერ შეიყვანს. ხოლო ის ხალხი, ვისაც აქვს გამოცდილება, ჩვენი გუნდის სახით, ამ ქვეყნის აღმშენებლობის, ვისაც აქვს გამოცდილება საერთაშორისო დიდი კონტაქტების, სწორედ მათ შეუძლიათ მიაღწიონ იმას, რომ აქ იყოს ევროპა, ევროპული ცხოვრება, შეეხება ეს პენსიას, ხელფასს.

ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ვიყოთ ახლოს, ინტეგრირებული ევროპაში და კეთილდღეობა იყოს ევროპასთან ერთად, ვიდრე ეს ჰქონდეს ხელისუფლების პირობებში და იყოს იზოლაცია, სიღარიბე და სიღატაკე. ამიტომ ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა, ამისთვის გვჭირდება ერთიანობა და ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ”, - განაცხადა წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება