გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“  - თქვენ მოგაქვთ ბოროტება და დაპირისპირება, ჩვენ მოგვაქვს სიკეთე და გაერთიანება - „ოცნება“ უნდა გავუშვათ მოუსავლეთში

თქვენ მოგაქვთ ბოროტება და დაპირისპირება, ჩვენ მოგვაქვს სიკეთე და გაერთიანება. 41-ს თუ ხაზავ, ბოროტებასა და სიძულვილის ენას აძლევ ხმას. თუ 5 ნომერს ხაზავ, გაერთიანებას აძლევ ხმას, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძე საუბრისას, ასევე, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხო და აღნიშნა, რომ „ოცნებამ“ კორუმპირებული სისტემა შექმნა.

„აბა, თქვენ გქონდეთ 300 ლარი ხელფასი და თუ ჩათვლიდით თავს დასაქმებულად, ძვირადღირებული მანქანებით რომ დადიხართ, ამიტომ, ძალიან მარტივია არჩევანი ამ ორს შორის. ჩვენ, როცა ეს გამოვაცხადეთ, ისინი უეცრად აღშფოთდნენ, ლანძღვა გინებაზე გადმოვიდნენ, რატომ? იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი არ აქვთ. მე ვეკითხები “ქართული ოცნების” ლიდერებს, რა გააკეთეთ 12 წლის მანძილზე ქვეყანაში, მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან? - წავიდა, შობადობა 20 ათასით შემცირდა? - შემცირდა. სიღარიბე და უმუშევრობა ქვეყანაში მასიურად არის ყველგან? - არის, პენსიონერს წამალსა და საკვებში შორის არჩევანის გაკეთება უწევს? - უწევს. რეგიონებში ჩადით, ნახეთ დაცლილია სახლები, აბა, რა გააკეთეთ? მე გეტყვით, რა გააკეთეთ, შექმენით კორუმპირებული სისტემა, თქვენ ხართ უკიდურესად მდიდრები, აღარ იცით რაში დახარჯოთ ფული, ფუფუნებაში ცხოვრობთ, ხალხი არის გაჭირვებული. ეს უნდა დასრულდეს და ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ მოგვაქვს ამერიკული, ევროპული, ინვესტიციები საწარმოები, დასაქმება, შემოსავლები, კარგი განათლება, კარგი პენსიები პენსიონერებისთვის, წარმატება, აღმშენებლობა, პოზიტივი.

თქვენ მოგაქვთ ბოროტება და დაპირისპირება, ჩვენ მოგვაქვს სიკეთე და გაერთიანება. 41-ს თუ ხაზავ, ბოროტებასა და სიძულვილის ენას აძლევ ხმას. თუ 5 ნომერს ხაზავ, გაერთიანებას აძლევ ხმას, ერთად დგომასა და წინსვლას აძლევ ხმას. ამიტომ, არჩევანი მარტივია, „ოცნება“ უნდა გავუშვათ მოუსავლეთში, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და წავიდეთ ევროპისკენ. ეს ისარი მიდის ევროკავშირში. ყველას, ჩემო ძვირფასებო, გექნებათ ევროკავშირის პასპორტი, როგორც ყველაზე დაცული პასპორტი მსოფლიოში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია