რაფაელ გროსი - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო გააფართოებს დახმარებას უკრაინის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ატომური ელექტროსადგურები სამხედრო სამიზნედ არასოდეს არ უნდა იქცნენ, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ატომური ელექტროსადგურები არასოდეს, არავითარ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში მდებარეობენ, არ უნდა იყვნენ თავდასხმის ან სამხედრო სამიზნე. ეს არის ზოგადი პრინციპი, რომელიც ყველას ეხება", - აღნიშნა გროსიმ.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება შეიძლება შეფასდეს, როგორც „ძალიან მყიფე“, რადგან, შეიძლება, ნებისმიერ მომენტში გაუარესდეს, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის შედეგად.

ამასთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გროსიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო გააფართოებს დახმარებას უკრაინის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო გააფართოებს დახმარებას უკრაინის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მხარს დაუჭერს უკრაინის ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურისთვის ბულგარეთის „ბელენეს“ პროექტის აღჭურვილობის გამოყენების გეგმებს“, - განაცხადა გროსიმ.

შეგახსენებთ, რაფაელ გროსი უკრაინაში გუშინ ჩავიდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება