ჯო ბაიდენი პოლტავაზე თავდასხმაზე - ეს თავდასხმა არის ტრაგიკული შეხსენება პუტინის უწყვეტი მცდელობების, გატეხოს თავისუფალი ხალხის ნება, მაგრამ უკრაინელები ქედმოუხრელად დგანან

უმკაცრესად ვგმობ ამ სავალალო თავდასხმას. ეს თავდასხმა არის ტრაგიკული შეხსენება პუტინის უწყვეტი და აღმაშფოთებელი მცდელობების, გატეხოს თავისუფალი ხალხის ნება, მაგრამ ორწელიწადნახევარია, უკრაინელი ხალხი ქედმოუხრელად დგას, - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ პოლტავაზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინელი ხალის გვერდით დგომას, მათ შორის იმ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შესაძლებლობების მიწოდებით, რაც მათ სჭირდებათ თავიანთი ქვეყნის დასაცავად.

„არ შეცდეთ: რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს“, - აცხადებს ბაიდენი.

შეგახსენებთ, რუსების მიერ პოლტავის დაბომბვის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს