აშშ-მა „ჰამასის“ ლიდერებს ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა

შეერთებულმა შტატებმა “ჰამასის” ლიდერს, იაჰია სინვარს და დაჯგუფების კიდევ რამდენიმე ცნობილ ფიგურას გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, „ჰამასის“ ექვს წევრს შვიდი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობა, ტერორიზმის დასაფინანსებლად შეთქმულება და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის განცხადებით, ბრალდებულები პასუხისმგებლები არიან "ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის კამპანიის ათწლეულის მანძილზე დაფინანსებასა და წარმართვაზე".

„ჯგუფი ასევე ხელმძღვანელობდა „ჰამასის“ მცდელობებს, რომელიც მიმართული იყო ისრაელის სახელმწიფოს განადგურებისა და ამ მიზნის მხარდასაჭერად მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისკენ", - აღნიშნა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.

მისი თქმით, „ჰამასის“ წევრებმა დახოცეს მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები, ახორციელებდნენ სექსუალურ ძალადობას ქალთა მიმართ. გენერალურმა პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასმა" მოკლა 1200-ზე მეტი ადამიანი და განახორციელა ებრაელების ყველაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა ჰოლოკოსტის შემდეგ.

„ჰამასის“ სხვა ბრალდებულ წევრებს შორის არიან : ყოფილი ლიდერი ისმაილ ჰანიე, ორგანიზაციის შეიარაღებული ფრთის ლიდერის მოადგილე მარვან ისა, ხალედ მაშაალი, რომელიც ჯგუფს ღაზასა და დასავლეთ სანაპიროს გარეთ მარვან ისა, მუჰამედ დეიფი და ალი ბარაკა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული პირების ნაწილი გარდაცვლილია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება