უკრაინის ვიცე-პრემიერები თანამდებობებს ტოვებენ

უკრაინის ვიცე პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ და უკრაინის ვიცე-პრემიერმა, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, განცხადებები ერთ-ერთ მომდევნო პლენარულ სხდომაზე განიხილება.

„გადატვირთვა. მთავრობაში თითქმის სამი წლის შემდეგ, დღეს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დავწერე. მადლობა პრეზიდენტს ნდობისთვის! მადლობა პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს თანამშრომლობისთვის! მადლობა სახალხო დეპუტატებს მხარდაჭერისთვის! მადლობა რეინტეგრაციის სამინისტროს გუნდს შრომისა და თავდადებისთვის! მე ვემსახურები უკრაინელ ხალხს!“ - წერს ვერეშჩუკი.

უმაღლესი რადას თავმჯდომარემ მანამდე განაცხადა, რომ სამმა მინისტრმა გადადგომა მოითხოვა. მისი თქმით, გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს: უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხების მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელეცმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა