ირაკლი კობახიძე ლაშა ბაქრაძეზე - ამ კაცს ინტელიგენტად მოჰქონდა თავი და რა განცხადებაც გუშინ გააკეთა, ყველას მხრიდან არის დასაგმობი

ამ კაცს ინტელიგენტად მოჰქონდა თავი და რა განცხადებაც მან გუშინ გააკეთა, რა თქმა უნდა, არის დასაგმობი ყველას მხრიდან, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ერთობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადება.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და ჯანსაღი საარჩევნო გარემო.

„აქაც გამოჩნდება კონკრეტული ორგანიზაციებისთვის სუბიექტების ობიექტურობა-არაობიექტურობა, მაგრამ დღეს, რასაც ჩვენი ბრიფინგი ეძღვნება ზუსტად იმას ადასტურებს ლაშა ბაქრაძის გუშინდელი განცხადება. რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ეცდება, რომ შემოიტანოს მაქსიმალურად რადიკალიზმი საარჩევნო პროცესებში. პატარა ნიშნები ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე, როგორც უკვე აღინიშნა, არ ყოფილა რაიმე სერიოზული ინციდენტი, ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა. გუშინდელი რიტორიკაც არის ამის ერთ-ერთი დასტური. ასევე ნახეთ, რომ თუ არ ვცდები, ზუგდიდში გვარამიას პარტიის ლიბერალურ-ფაშისტური რამდენიმეკაციანი დაჯგუფება ცდილობდა ინციდენტების მოწყობას ჩვენს საარჩევნო ღონისძიებებზე. არის უკვე ასეთი მცირე ინციდენტები და რა თქმა უნდა, გვაშფოთებს. ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და ჯანსაღი საარჩევნო გარემო, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, სამწუხაროდ, ამის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ბაქრაძემ ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევანი ასეთი ადვილი, როგორც დღეს არის, ჯერ არ ყოფილა.

„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით. ქალბატონი თინა დაინახეთ დღეს თქვენ, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიშით და იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“ , - განაცხადა ბაქრაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება