მთავრობა პარლამენტისგან „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ძირითადი დებულებების ორი წლით გადავადებას ითხოვს

მთავრობა პარლამენტისგან „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ძირითადი დებულებების ორი წლით გადავადებას ითხოვს - პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომლის დამტკიცებით აღნიშნული კანონი 2025 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

შედეგად, 2027 წლიდან მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნება ცენტრალური შემსყიდველი ორგანო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს და დებულებას დაამტკიცებს მთავრობა. 2027 წლიდან შესყიდვების ორგანიზაცია ვალდებული იქნება დაწესებულების სტრუქტურაში ან საშტატო ნუსხაში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ან თანამდებობის პირი განსაზღვროს. ამავე თარიღიდან სააგენტო საჯარო შესყიდვების სპეციალისტთა სერტიფიცირებას განახორციელებს, ხოლო სავალდებულო სერტიფიცირების წესი 2029 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონი პარლამენტმა 2023 წელს მიიღო. კანონით რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები, იცვლება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი მიდგომა, მათ შორის ინერგება ახალი საჯარო შესყიდვის პროცედურები, ინსტრუმენტები და ინსტიტუტები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი