არმაზ ახვლედიანი - ეს არის უმარტივესი არჩევანი - აირჩიო ევროპული კეთილდღეობა და უარი უთხრა იზოლაციას, რომელიც სიბნელისა და სიღატაკის წყაროა

არის უმარტივესი არჩევანი - აირჩიო ევროპული კეთილდღეობა, იზოლაციას უარი უთხრა, რომელიც სიბნელისა და სიღატაკის წყაროა, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა არმაზ ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის მთავარი გამოსავალი ერთიანობაა, რაც საქართველოში ევროპულ კეთილდღეობას გზას გაუხსნის.

„რა უნდა იყოს ამაზე მარტივი არჩევანი, მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრამდე საქართველოში აღარ დარჩება არცერთი მოქალაქე, რომელიც ვერ ჩამოყალიბდება, რომ ეს არის უმარტივესი არჩევანი - აირჩიო ევროპული კეთილდღეობა და უარი უთხრა იზოლაციას, რომელიც სიბნელისა და სიღატაკის წყაროა. მჯერა, რომ აღარ დარჩება არცერთი მოქალაქე საქართველოში, რომელიც ვერ გააცნობიერებს, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია უდიდესი ეპოქალური ცვლილებით, რომლის მოტანაც ერთიანობას შეუძლია და რომელიც ნანატრი მმართველობის საწყისია, რომელიც იზოლაციას, ავტოკრატიას, სიღატაკეს დაასრულებს და კეთილდღეობას, რომელიც მხოლოდ ევროპაშია და ფართოდ გაუხსნის გზას“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება