ნინო დოლიძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნებს დავაკვირდეთ მიუხედავად იმისა, ზეწოლა იქნება თუ არა - მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ ნებას გამოხატავენ

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნებს დავაკვირდეთ მიუხედავად იმისა, ზეწოლა იქნება თუ არ იქნება - მნიშვნელოვანია, საპარლამენტო არჩევნებზე დავიცვათ ის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ ნებას გამოხატავენ, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებთან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ორგანიზაციისთვის არ მიუმართავს.

„იცით, კანონი ძალაში შევიდა და ჩვენ არ დავრეგისტრირდით. ეს არის რუსული კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ არის მიმართული, განსხვავებული აზრის წაშლისკენ. ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება. იცით, რომ გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ვნახოთ, რას აპირებს მმართველი პარტია. არ ვიცით, რა შეიძლება იყოს მათი გეგმა, მათი გაცხადებული გეგმაა, რომ მონიტორინგს დაიწყებენ და ჯარიმები იქნება შემდეგ. დაველოდოთ, რა პროცესები იქნება, ამის მიხედვით შეგატყობინებთ ნაბიჯებს. ერთს გეტყვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნებს დავაკვირდეთ მიუხედავად ყველაფრისა, რა ტიპის ზეწოლა იქნება თუ არ იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნებზე დავიცვათ იმ მოქალაქეების ნება, რომლებიც საკუთარ ნებას გამოხატავენ”, - აღნიშნა დოლიძემ.

კითხვაზე, უნდა ენდოთ თუ არა საზოგადოება მათ დასკვნებს იმ ფონზე, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაუზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, დოლიძე განმარტავს, რომ ნებისმიერი დასკვნა გამყარებული იქნება და მარტივად გადამოწმებადი.

“როგორც ვთქვით, 73 ოლქია. არჩევნების დღეს ჩვენ გვეყოლება 1500 დამკვირვებელი, დაახლოებით 3000 უბანია. (პივიტის) ეს იყო შეცდომა. ნებისმიერი დასკვნა გამყარებულია. კონკრეტულ ადამიანებთან გვაქვს გადამოწმებული, რა რიცხვებსაც დავდებთ მარტივად გადამოწმებადი იქნება. ძალიან რომ გვინდოდეს მოტყუება, ვერ მოვიტყუებით, შემაჯამებელი ოქმები იქნება. მარტივად გადამოწმებადია მათ შორის ჩვენი შეფასებები. საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვის ენდობა და ვის არა”, - აღნიშნა დოლიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო