უკრაინელი დეპუტატი - სამთავრობო ცვლილებები დიდი ხნის წინ იყო მოსალოდნელი - შესაძლოა, ეს დაკავშირებულია უკრაინის გამოწვევების ახალ პერიოდთან

საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას გადადგომა და სამთავრობო ცვლილებები დიდი ხნის წინ იყო მოსალოდნელი, - ამის შესახებ გამოცემა Kyiv Independent-ს უკრაინელი დეპუტატმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოლექსანდრ მერეჟკომ განუცხადა.

„ეს არის დიდი სამთავრობო ცვლილებები. ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო მოსალოდნელი. წინ რთული დრო გველის, რთული შემოდგომა და ზამთარი. შესაძლოა, ეს ცვლილებები გარკვეულწილად დაკავშირებულია უკრაინის გამოწვევების ახალ პერიოდთან“, - აღნიშნა ოლექსანდრ მერეჟკომ.

შეგახსენებთ, უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა დღეს განაცხადა, რომ კულებამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გუშინ კი სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ თანამდებობებს ტოვებენ უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა, უკრაინის ვიცე-პრემიერი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი, ირინა ვერეშჩუკი. მისივე ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადებები ასევე წარადგინეს: უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხების მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელეცმა. უმაღლეს რადაში გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა უკრაინის სახელმწიფო საკუთრების ფონდის თავმჯდომარემ, ვიტალი კვალიმაც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს