მამუკა მდინარაძე - ISFED-ს ჩვენ იქით უნდა დავაკვირდეთ, კიდევ ერთხელ რაღაც სიგიჟეები არ გააკეთოს და ხალხი არ მოატყუოს

ISFED-ი ერთადერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბა. იქით არის დასაკვირვებელი ISFED-ი რომ მსგავსი სიგიჟე არ გააკეთოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარი მამუკა მდინარაძემ ISFED-ს ანგარიშის შეფასებისას გააკეთა.

„ISFED - ს ჩვენ იქით უნდა დავაკვირდეთ, რაღაც სიგიჟეები არ გააკეთოს კიდევ ერთხელ და ხალხი არ მოატყუოს, როგორც 2020 წელს მოატყუეს. მსოფლიოში უპრეცედენტო საქციელი ჩაიდინეს, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და ახლა, ნდობაზე და მის ანგარიშზეც ლაპარაკი, რამდენად სერიოზულია, თქვენ ჩემზე კარგად იცით“, - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

ამასთან, მან ისაუბრა იმაზე, თუ ვინ არიან „ქართულ ოცნების“ შემომწირველები, რადგან ISFED -ის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში აღნიშნულ საკითხზეც იყო საუბარი.

„ესენი არიან მატერიალური შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომლებსაც, როგორც ჩანს, ძალიან არ უნდათ „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და თუკი რაიმე საშუალება აქვთ, მმართველ პარტიას თანხებს სწირავენ იმისთვის, რომ რეკეტი, სიბნელე, დაყაჩაღება, მათი ბიზნესების ღამე გადაფორმება და „ჩუქება“ ძალით არ მოხდეს, როგორც ეს ხდებოდა,“ - განაცხადა მდინარაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა