პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ნიშნავს იზოლაციას, ოპოზიციის გამარჯვება კი ნიშნავს, ყველა ჩვენს პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავებას

„ქართული ოცნება“ ნიშნავს იზოლაციას, ოპოზიციის გამარჯვება კი ნიშნავს, ყველა ჩვენს პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავებას - ვიცი, რომ ჩვენი პარტნიორები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა საქართველოს მოქალაქეები იზოლირებულები არ დარჩნენ, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროპასთანაც კი გაყინულია მოლაპარაკების პროცესი“.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნაცვლად იმისა, რომ ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით (დარეგისტრირებულია „მეგობარი აქტი“) და გვქონდეს უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, გაუარესება მოხდება, თუ არჩევნების შემდეგ „ოცნება“ დარჩება. საქართველოს ელოდება იზოლაცია, სიღარიბე და კიდევ მეტ ქართველს მოუწევს საქართველოს დატოვება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, ქართული საზოგადოების გასაკეთებელ ვერც ამერიკელები და ვერც ევროპელები გააკეთებენ.

„ვიცი, რომ ჩვენი პარტნიორები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა საქართველოს მოქალაქეები არ დარჩნენ იზოლირებულები ცივილიზებული სამყაროსგან. საქართველო მოწყვეტილი არ დარჩეს ამ სამყაროსგან, მარტო არ დარჩეს მტრის პირისპირ, მაგრამ საბოლოო სიტყვა ჩვენ უნდა ვთქვათ. ვერ გეტყვით სანქციები არჩევნებამდე იქნება თუ მის შემდეგ. კარგია, რასაც ამერიკელები და ევროპელები აკეთებენ, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ვერც ამერიკა და ვერ ევროპა ვერ გააკეთებს“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება