„საქართველოს ბანკის“ მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - უძრავი ქონების დაზღვევა დაემატა

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ყოველდღიური პროცესების კიდევ უფრო მეტად გასამარტივებლად, მობილბანკს უძრავი ქონების დაზღვევის ფუნქციონალი დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ქონების დაზღვევის ფარგლებში, შესაძლებელი ხდება ისეთი გაუთვალისწინებელ შემთხვევების დაზღვევა, როგორებიცაა: ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი და მესამე პირის, მაგალითად, მეზობლის მიერ ქონების დაზიანება.

მათივე ინფორმაციით, ქონების დაზღვევის აქტივაცია მარტივია - მობილბანკში „ჩემი სივრცის“ გვერდზე, „პროდუქტის დამატებაზე“ თითის ერთი დაჭერით, დაზღვევის გვერდის არჩევაა შესაძლებელი, სწორედ ამ გვერდზეა ხელმისაწვდომი ქონების დაზღვევა, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, სადაზღვევო კომპანია შეარჩიონ და მონაცემების შეყვანითა და დასტურით, სასურველი პაკეტით ისარგებლონ. დაზღვევის გააქტიურება მობილბანკის გარდა საქართველოს ბანკის ვებგვერდიდანაცაა ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ქონების დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მაშინაც, თუ უძრავი ქონება გაქირავებულია.

„საქართველოს ბანკში“ მუდმივად ვმუშაობთ ინოვაციური გადაწყვეტების შექმნაზე, რომლებიც მომხმარებელს დაეხმარება ყოველდღიური პროცესების გამარტივებაში. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებისთვის ქონების დაზღვევის ფუნქციონალი შევქმენით, რომლითაც შესაძლებელი გახდა ბინის ან კერძო სახლის დაზღვევის შეძენა. იმისათვის, რომ ჩვენ მომხმარებლებს გამორჩეული სერვისი შევთავაზოთ, ვთანამშრომლობთ რამდენიმე წამყვან სადაზღვევო კომპანიასთან, რათა მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ. სწორედ ეს მრავალფეროვნებაა იმის გარანტი, რომ ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს შეარჩიოს თავის საჭიროებაზე მორგებული სადაზღვევო პაკეტი. ჩვენი მიზანია, ქონების დაზღვევა გავხადოთ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი. გვჯერა, რომ ეს პროდუქტი ჩვენს მომხმარებლებს მნიშვნელოვან ღირებულებასა და სიმშვიდეს მოუტანს“, - ამბობენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში.

ქონების დაზღვევის შესაძენად ან სხვა საბანკო და არასაბანკო პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის მობილბანკს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება