გია ვოლსკი - არ ველი, რომ ხაზარაძის კოალიცია გიორგი მარგველაშვილისგან რაიმე სარგებელს მიიღებს - მარგველაშვილმა შეიძლება ერთი-ორი უკეთესი სადღეგრძელო ასწავლოს

ეკლექტიკა იმდენად ძლიერია, რომ რაღაც კომედიურ ჟანრში უფრო გადადის ხშირ შემთხვევაში - რასაკვირველია, მარგველაშვილის „ძლიერ საქართველოსთან“ შეერთება არავის გაჰკვირვებია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის „ძლიერ საქართველოსთან“ შესაძლო შეერთებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, არ ელის, რომ კოალიცია გიორგი მარგველაშვილისგან რაიმე სარგებელს მიიღებს.

„ეკლექტიკა იმდენად ძლიერია, რომ რაღაც კომედიურ ჟანრში უფრო გადადის ხშირ შემთხვევაში. ვერც წარმოედგინა ვერავის, რომ ალეკო ელისაშვილი, რომელიც ყოფილი ბანკირების გაერთიანებას ხალხის მძარცველებს და მევახშეებს უწოდებდა და ისინი ეუბნებოდნენ, რომ ხელის ჩამორთმევის ღირსი არ არის ალეკო თავისი უღირსობის გამო და შემდეგ ამ ხელს წევენ ანა დოლიძის მონაწილეობით, რომელიც ასევე ბანკებს ესხმოდა თავს. რასაკვირველია, მარგველაშვილის შეერთება არავის გაჰკვირვებია. მე ვფიქრობ, მარგველაშვილისგან დივიდენდის მიღებას არ უნდა ველოდოთ, გარდა იმისა, რომ რაოდენობა შექმნეს სხვადასხვა ადამიანებისა. ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი ბანკირი, ყოფილი ოპოზიციონერი და ეს მუშაობს გარკვეულწილად საზღვარგარეთ ადამიანების შეცდომაში შეყვანისთვის, ვინც ვერ ერკვევა სიტუაციაში, რომ რაოდენობრივად თითქოსდა, ეს ბევრია, რეალობაში, ეს არის ერთი „ნაცმოძრაობა“ და ამას კიდევ დაემატა მარგველაშვილი, რომელმაც შეიძლება ერთი-ორი სადღეგრძელო ასწავლოს უკეთესი,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი