მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის“ აგენტურას, დაინტერესებულია, ჩამოიშალოს ქვეყანა და ჩაერთოს ომში - ერთადერთი, ვინც არ არის ამით დაინტერესებული, არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება

დღევანდელი ოპოზიცია, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის“ აგენტურას, დაინტერესებულია, ჩამოიშალოს ეს ქვეყანა და ჩაერთოს ომში, ერთადერთი, ვინც გარანტირებულად არ არის ამით დაინტერესებული, არის ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ ვინ არის დაინტერესებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლით.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, საქართველოში არეულობით დაინტერესებულია „ძალიან ბევრი, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახური, „გლობალური ომის პარტიის“ რომელიმე აგენტი და ა.შ.“

„თეორიული დაშვებები შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი ოპოზიცია, რომელთა დიდი უმრავლესობა წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის“ აგენტურას, ასევე დაინტერესებულია ამ საკითხებით, რომ ჩამოიშალოს ეს ქვეყანა და ჩაერთოს ომში. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში გაიხსნას მეორე ფრონტი, ამით არის დაინტერესებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება