„გახარია საქართველოსთვის“ - „ოცნებამ“ პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კანონპროექტებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან

პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვაბრალა, თითქოს, ჩვენ არ გვსურს ბავშვები დავიცვათ პროპაგანდისგან - დღეს, „ოცნებამ" პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კონკრეტული კანონპროექტებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა განაცხადა.

მათი განცხადებით, „ქართული ოცნების" რეალური მიზანი არა ოჯახების დაცვა ან ბავშვთა უფლებებია, არამედ წინასაარჩევნოდ ამ თემით სპეკულირებაა.

„დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დიდი ტყუილი იკადრა და დაგვაბრალა, თითქოს, ჩვენ არ გვსურს ბავშვები დავიცვათ პროპაგანდისგან. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეს „ოცნება“ დგას სრულად ტყუილზე და დეზინფორმაციაზე, რომელიც ძალიან ხშირად, სწორედ გიორგი გახარიას და ჩვენს გუნდს ეხება.

საზოგადოებას გვინდა გავახსენოთ, რომ ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას ოჯახური ღირებულებების დაცვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო საჯარო განხილვებში სწორედ იმის გამო, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. თუმცა, „ოცნების" რეალური მიზანი არა ოჯახების დაცვა ან ბავშვთა უფლებებია, არამედ წინასაარჩევნოდ ამ თემით სპეკულირება, რაც საკონსტიტუციო განხილვებშიც კარგად გამოჩნდა.

იმისათვის, რომ „ოცნებისთვის“ არ მიგვეცა ბავშვთა უფლებებით მორიგჯერ სპეკულაციის საშუალება, დღეს გვსურდა მხარდაჭერის დაფიქსირება იმ კანონპროექტებისთვის, რომლებიც ემსახურება ჩვენი ბავშვების, ვიმეორებ, ბავშვების დაცვას პროპაგანდისგან. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბავშვები დავიცვათ ნებისმიერი პროპაგანდისგან. დღეს "ოცნებამ" პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კონკრეტული კანონპროექტებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან.

ყველაზე სამწუხარო რეალობა არის ის, რომ „ოცნება“ დღეს ამ კანონებს იღებს არა იმიტომ, რომ ბავშვები ადარდებს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხებს იყენებენ თავიანთი ვიწროპოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის.

მხარი რატომ არ დავუჭირეთ სხვა პროექტებს? ძალიან ნათელია, რომ ეს კანონები „ოცნებას“ სჭირდება არჩევნებზე ხმების მოტყუებით მოსაპოვებლად.

26 ოქტომბერს არჩევნებით, თქვენთან ერთად, უნდა დავასრულოთ „ოცნების“ სიყალბე და ტყუილები," - განაცხადეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრებმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია