შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნესსექტორს ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების ახალი წესი და პირობები გააცნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს „ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის №189 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები გააცნეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან და ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების ახალ, ბევრად გამარტივებულ წესს გულისხმობს.

„ცვლილების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის www.rs.ge -ის ავტორიზებული გვერდიდან აღნუსხვის გვერდის შესავსებად, მომხმარებელი თავად ირჩევს მოდულს - „მედიკამენტები“, რომელშიც რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის შემთხვევაში უკვე ავტომატურ რეჟიმში ივსება შემდეგი გრაფები: რეგისტრაციის თარიღი; ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების რეჟიმი; სავაჭრო დასახელება (ქართულად); სავაჭრო დასახელება (ინგლისურად); საერთო არაპატენტირებული დასახელება (ინგლისურად); პროდუქტის დეტალური აღწერილობა; მწარმოებელი; მწარმოებელი ქვეყანა; ვადა (ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის მოქმედების ვადა).

ცვლილებები, აგრეთვე მოიცავს ღირებულების გრაფების დამატებას, გარკვეული ველების გაერთიანებას და ასახული ინფორმაციის კორექტირების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების პროცესს.

აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელებს, სავალდებულოდ გასაცნობი შეტყობინების სახით, უკვე გაეგზავნათ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება