ანა დოლიძე - კობახიძის განცხადება რომ იყოს სერიოზული, მაშინ უნდა დასახელდნენ ის ოპოზიციონერები, ვისაც საფრთხე ემუქრებათ და მათ სახელმწიფო დაცვა უნდა დაენიშნოთ

კობახიძის განცხადება რომ იყოს სერიოზული, მაშინ უნდა დასახელდნენ ის ოპოზიციონერები ვისაც ემუქრებათ საფრთხე და მათ უნდა დაენიშნოთ სახელმწიფო დაცვა,-ასე ეხმაურება კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე პრემიერი, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ თავდასხმის რისკის ქვეშ არიან ოპოზიციის ლიდერებიც, რაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული.

როგორც დოლიძე განმარტავს, სანამ ეს არ მოხდება, პრემიერის საუბარი, რომ ოპოზიციონერებს საფრთხე ემუქრებათ, უბრალოდ „ასინეთას ჭორაობაა“

„პრემიერის განცხადება რომ იყოს სერიოზული, მაშინ უნდა დასახელდნენ ის ოპოზიციონერები, ვისაც ემუქრებათ საფრთხე და მათ უნდა დაენიშნოთ სახელმწიფო დაცვა. ეს არის კანონის მოთხოვნა. შესაბამისად, ვთხოვთ კობახიძეს გადადგას რეალური ნაბიჯები. მანამდე, სანამ ეს არ მოხდება, კობახიძის საუბარი, რომ ოპოზიციონერებს ემუქრებათ საფრთხე, უბრალოდ „ასინეთას“ ჭორაობაა, ქვეყანაში დაბნეულობისა და შფოთის შემოტანის მცდელობა“, - წერს ანა დოლიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერებიც.

როგორც პრემიერმა განმარტა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან განსაკუთრებით ის ლიდერები, რომლებზე თავდასხმაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნას გამოყენებული.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა