ნანა ტოხვაძე - 12 წლის განმავლობაში განათლების მიზნების განადგურება და თაობების გაწირვა გაუნათლებლობისთვის დღევანდელ ხელისუფლებაზე უკეთ არავის გამოსვლია

სისტემის მორიგი მსხვერპლი ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა შამათავაა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისა და პოლიტიკური მიუღებლობის ნიშნით გაათავისუფლეს! , - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ტოხვაძემ განაცხადა.

ტოხვაძის თქმით, ხელისუფლებამ განათლებაში “მართვადი ქაოსი” შექმნა, ვინაიდან, მოაზროვნე მოქალაქე ავტორიტარული რეჟიმებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

“სისტემის მორიგი მსხვერპლი ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა შამათავაა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისა და პოლიტიკური მიუღებლობის ნიშნით გაათავისუფლეს! დიახ, განათლების სისტემის პოლიტიზება და საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენება არახალია, მაგრამ 12 წლის განმავლობაში განათლების მიზნების განადგურება და თაობების გაწირვა გაუნათლებლობისთვის დღევანდელ ხელისუფლებაზე უკეთ არავის გამოსვლია! ეს ცეცხლია უკვამლოდ, რომელიც ათწლეულებით უკან დახევას უქადის საქართველოს! კიდევ არის შეკითხვები, თუ რატომ შექმნა ხელისუფლებამ "მართვადი ქაოსი" განათლებაში?! თავისუფალი, კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქე პირდაპირი საფრთხეა ავტორიტარული რეჟიმებისთვის!

26 ოქტომბერს ხალხის პასუხი იქნება მკაცრი და ცალსახა ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ფარისევლებს მიმართ, რომლებიც ანგრევენ ქვეყნის განვითარების და ევროპული მომავლის შანსს! სკოლას შველა სჭირდება!

კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!” , - განაცხადა ტოხვაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება