ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარალიმპიადაზე  ვერცხლის მედალი მოიპოვა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელმა, პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა 2024 წლის ზაფხულის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„ვლადიმერ ჭინჭარაულმა R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში ასპარეზობისას 248,2 ქულა დააგროვა და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა.

ვლადიმერ ჭინჭარაულის სპორტული მიღწევები:

  • ვლადიმერს მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტიტული.
  • 2018 წელს იგი აშშ-ის ღია პირველობაზე ვიცე-ჩემპიონი გახდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
  • ვლადიმერ ჭინჭარაული პარალიმპიელი გახდა ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე.
  • 2023 წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მსოფლიო პრიზიორის ტიტული და ბრინჯაოს მედალი მიიღო.
  • 2024 წელს კი კორეაში - მსოფლიო პრიზიორი გახდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
  • წელს ვლადიმერ ჭინჭარაული ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა და 2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიადის საგზური მოიპოვა ცეცხლსასროლი შაშხანიდან სროლაში“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს