საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, ლაშა ცაგარეიშვილის დაღუპვის გამო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, ლაშა ცაგარეიშვილის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

„დიდუბე-ავჭალის სარკინიგზო მონაკვეთზე მომხდარ უბედურ შემთხვევას „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 23 წლის ლაშა ცაგარეიშვილია - გამორჩეული თავისი ადამიანობით, გულისხმიერებით, განსაკუთრებული სითბოთი, კარგი სწავლით. ლაშას არასოდეს დაივიწყებს მისი უნივერსიტეტი, პედაგოგები, თანაკურსელები - ის მუდამ დარჩება ჩვენს ფიქრებსა და ხსოვნაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება