გიორგი ჩალაძე - ოპოზიციის ლიდერები სრულიად უკანონოდ, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არიან დაკავებულები, გატაცებულები - არ გვეძლევა საშუალება, გავიგოთ სად არიან

გარდა იმისა, რომ დაკავება სრულიად უკანონოა, არ გვეძლევა საშუალება, გავიგოთ სად არიან,- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ, რომელიც ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავების ადგილზე მივიდა.

მისი თქმით, ეს არის პირველი ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციაზე მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ გააჟღერა.

"ეს არის პოლიტიკური ოპონენტების კანონგარეშე, რუსული დაკვეთით დაკავება. ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან, არიან აქტიური პოლიტიკოსები, რუსული ხელისუფლების დაპირისპირებაში მყოფი ოპოზიციის ლიდერები, ჩვენი პარტიის საბჭოს წევრები და თბილისის საკრებულოს წევრები. გარდა იმისა, რომ დაკავება სრულიად უკანონოა, არ გვეძლევა საშუალება, რომ გავიგოთ სად არიან. პოლიცია, როგორც კრიმინალური, ისე საპატრულო, ინფორმაციას მალავს, სად არიან გადაყვანილი, საერთოდ, არიან თუ არა დაკავებულები. ეს არის კლასიკური რუსული მმართველობის სტილი და დაანონსებული რეპრესიების დასაწყისი, რომელიც დღეს ბატონმა კობახიძემ დაგვიანონსა.

შსს-ს განცხადება მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული არის რუსული "ეფესბეს" დაკვეთით. რას გაავრცელებს "ქართული ოცნება", ეს ნაკლებად საინტერესოა, ფაქტი ერთია, რომ ოპოზიციის ლიდერები სრულიად უკანონოდ, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არიან დაკავებულები, გატაცებულები და ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, გავარკვიოთ მათი იურიდიული სტატუსი. ჩვენ ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეს იყო კობახიძის დღევანდელი განცხადების შემდეგ პირველი თავდასხმა, ორგანიზებული კრიმინალური პოლიციის მიერ და ძალიან სიმბოლურია, რომ კრიმპოლი ჰქვია იმ ხალხს, ვინც ისინი დააკავა",-განაცხადა ჩალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს