ანატოლი ანტონოვი - რუსეთი აშშ-ის საშინაო საქმეებში არასდროს ჩარეულა

რუსეთს არასოდეს დაუშვია შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში ჩარევა და არ აპირებს ამის გაკეთებას, მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს რუსეთის საინფორმაციო სტრუქტურების მიმართ, - ასე ეხმაურება აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი აშშ-ის მიერ ტელეარხ RT-ის ხელმძღვანელობისთვის სანქციების დაწესებას.

„ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, როგორიც არ უნდა იყოს ის. არასდროს ჩავრეულვართ შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში და არ ვაპირებთ ამის გაკეთებას მომავალში. კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთის საინფორმაციო სტრუქტურების მიმართ ცრუ ბრალდებებს და მოვითხოვთ ამერიკაში ჩვენი ჟურნალისტების მუშაობაზე დაწესებული ადმინისტრაციული შეზღუდვების გაუქმებას“, - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა რუსული პროპაგანდისტული ტელეარხის, RT-ის ხელმძღვანელობა და რუსული ჰაკერული ჯგუფი RaHDit-ი 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის დაასანქცირა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება