რუსები უკრაინას ათობით დრონით დაესხნენ თავს, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, საჰაერო განგაში შვიდ საათზე მეტია გრძელდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ. დარჩით თავშესაფრებში! დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო თავდასხმის განგაშია“, - განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

მედიის ინფორმაციით, რუსული ძალები წუხელ უკრაინას Shahed-ის ტიპის ათობით დრონით დაესხნენ თავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები ქვეყნის რამდენიმე ოლქის მიმართულებით გაუშვეს.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში რუსულმა ძალებმა პოლტავასა და ლვოვზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც, საერთო ჯამში, 60 ადამიანი დაიღუპა და 360-ზე მეტი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს