მაია ბითაძე „ქართული ოცნების“ წევრის გარდაცვალებაზე - სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს „ნაცებმა“, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც გვაყურებინებენ - ვიღაც ყოჩაღი „ნაც აქტივისტკა“, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს

სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს „ნაცებმა“, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველ დღე გვაყურებინებენ - ვიღაც ყოჩაღი „ნაც აქტივისტკა“, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც წყალტუბოში, „ქართული ოცნების" წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმიანება.

მაია ბითაძე გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს „ნაცებმა“, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველ დღე გვაყურებინებენ - ვიღაც ყოჩაღი „ნაც აქტივისტკა“, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს! ესაა ის, რასაც ასწავლიან ჩვენ შვილებს. რა გჭირთ ხალხო რა! არ გეყოთ ამდენი კაცთმოძულეობა!

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს", - წერს მაია ბითაძე.

ცნობისთვის, „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრს, ერმილე გიგიაძეს „მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს