პროექტი „ციფრული წიგნიერება ახალგაზრდების ინტეგრაციისა და განვითარებისთვის“ იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით წარმატებით დასრულდა

პროექტი „ციფრული წიგნიერება ახალგაზრდების ინტეგრაციისა და განვითარებისთვის“ იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით წარმატებით დასრულდა. კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების ციფრული უნარების გაზრდა, მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა და ერთ-ერთ მთავარი უფლების - განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით, სილიკონ ველი თბილისის მიერ განხორციელდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე. პროექტში აგრეთვე ჩაერთო კერძო სექტორიც.

პროექტის ფარგლებში, მონაწილე ახალგაზრდებმა 5 თვის მანძილზე დაასრულეს ოთხი სასწავლო და ორი პრაქტიკული ხასიათის აქტივობა: ციფრული წიგნიერების, კიბერ ჰიგიენისა და ინტერნეტ უსაფრთხოების, გრაფიკული დიზაინისა და ტექ. ინგლისურის კურსები; ასევე გაიარეს კარიერული პროგრამა, შეიძინეს სამუშაოს მოძიების, მოლაპარაკებების, დამსაქმებელთან კომუნიკაციისა და სხვა უნარები.

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის. ის ხელს უწყობს ბენეფიციართა სოციალიზაციას, თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიღებას, შემდგომ დასაქმებას და განვითარებას. სამომავლოდ, იგეგმება აღნიშნული ინიციატივის მასშტაბების გაფართოება და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განხორციელება.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება