შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ახლად დანიშნულ ოფიცერთან, დევიდ ჰიდლსტონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შსს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დევიდ ჰიდლსტონს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის მზადაა თანამშრომლობის გაფართოებაზე, უწყების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება