ტყიბულის მუნიციპალიტეტში გამოჩენილი მორაგბის როზბერტ ობოლაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფელ ხრესილში გამოჩენილი ქართველი მორაგბის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, გუნდ „აიას“ ლეგენდარული კაპიტნისა და ტყიბულის საპატიო მოქალაქის, როზბერტ (თომა) ობოლაძის, მემორიალური დაფა გაიხსნა.

მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაზე როზბერტ ობოლაძის გულშემატკივრებმა, ოჯახის წევრებმა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს დიდი კაპიტნის დამსახურებები და იმ წვლილზე ისაუბრეს, რაც მას მიუძღვის ტყიბულში რაგბის საბავშვო სკოლის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში.

1981 წლიდან მოყოლებული, მორაგბის კარიერის დასრულებამდე როზბერტ ობოლაძე ,,აიას’' უცვლელი კაპიტანი გახლდათ. მან მთელი კარიერა მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე დაჰყო და იმხანად რაგბის ერთ-ერთ საუკეთესო პირველხაზელად ითვლებოდა.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება