ადვოკატი - ირაკლი ეძგვერაძეზე განხორციელდა ძალადობა, მას სისხლნაჟღენთები და ჩალურჯებები ეტყობა - აუცილებელია სწრაფი ექსპერტიზა ჩატარდეს - სახალხო დამცველს მოვუწოდებ მოვიდეს, რადგან პოლიტიკურ ლიდერზე თავდასხმა მოხდა

აუცილებელია სწრაფი ექსპერტიზა ჩატარდეს, კაციტაძის უწყებამ ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და სახალხო დამცველს მოვუწოდებ მოვიდეს, რადგან პოლიტიკურ ლიდერზე თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულა პოლიციის თანამშრომელმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

„ჩვენ ვნახეთ, ცეცხლსასროლი იარაღებით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა როგორ იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრია და ასევე გლდანის შტაბის ხელმძღვანელი. მასზე განხორციელდა ძალადობა და როცა მე ის მოვინახულე მას სისხლნაჟღენთები, ჩალურჯებები ეტყობა. როგორც ის ამბობს, მასზე იძალადეს ავტოფარეხში.

მას სახლში შეუვარდნენ. ადვოკატს არ მომცეს საშუალება, რომ მის დაკავებას დავსწრებოდი ან მცოდნოდა სად გადაიყვანეს, ეს კანონდარღვევაა.

მოვუწოდებ კოკა კაციტაძის უწყებას, რაც შეეძლება მალე გამოგზავნოს გამომძიებლები და გამოიძიონ პოლიციელების არაკანონიერი ქმედება, მათ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს - უფლებამოსილების გადამეტება.

ჩვენ ვიცით, როგორ ძალადობენ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, მაგრამ არცერთი საქმე კაციტაძის უწყებას არ გამოუძიებია და არც ახლა გვაქვს იმედი.

კადრებში ჩანს თუ როგორ აყენებს შეურაცხყოფას ირაკლი ეძგვერაძეს პოლიციის თანამშრომელი, შემდეგ როგორ აკავებს და როგორ შეიყვანს ავტოფარეხში. ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს პოლიტიკური მოტივებით. აუცილებელი სწრაფი ექსპერტიზა ჩატარდეს, კაციტაძის უწყებამ ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და სახალხო დამცველს მოვუწოდებ მოვიდეს, რადგან პოლიტიკურ ლიდერზე თავდასხმა მოხდა. ამ ეტაპზე სახელები და გვარები უცნობია, მაგრამ კადრებში ჩანს თუ ვინ იძალადა მასზე“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით გუშინ საღამოს დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო.

როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან“.

„ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, - განაცხადეს უწყებაში.

მოგვიანებით, ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ირაკლი ეძგვერაძე კი, ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ