გივი მიქანაძე - ISFED-ი შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი გუნდის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ყველა ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში, გათვალისწინებულია პარტიების აკრძალვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე, „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ შეშფოთებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც არაერთ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობები კრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს.

მისივე თქმით, სიცრუეა ანგარიშის ის ნაწილიც, სადაც საუბარია, რომ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა ცალკეული ძალადობის შემცველი ქმედებების გამოსაძიებლად.

„სამართლიანი არჩევნები შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი გუნდის მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რაც მისი აზრით, აზიანებს საარჩევნო პროცესს. ანგარიშის ავტორებს უნდა შევახსენოთ, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობები კრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს. ყველა ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში, გათვალისწინებულია პარტიების აკრძალვა მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამის დასტურია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ვციტირებ: „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“ ამასთანავე, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება აკრძალონ პოლიტიკური პარტიები, თუკი ისინი იყენებენ ძალადობრივ ქმედებებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და/ან ძირს უთხრიან სახელმწიფოში ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს. დღეისათვის ევროპის საბჭოს 20 სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის 150-მდე შემთხვევა ფიქსირდება.

ანგარიშში ნახსენებია, თითქოს ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა ცალკეული ძალადობის შემცველი ქმედებების გამოსაძიებლად, რაც სიცრუეა. როგორც უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, ასევე საჯარო გამოსვლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა, რომ ანგარიშში მოტანილ ყველა შემთხვევაზე სათანადო რეაგირება მოხდა, დაწყებულია გამოძიება, პირთა ნაწილს უკვე მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის