ირაკლი ზარქუა - როდესაც პოლიციას ხელს უშლი, არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტის დეპუტატი ხარ თუ საკრებულოსი, არანაირი იმუნიტეტი არ გაქვს - ყველამ პატივი სცეს პოლიციას

როდესაც პოლიცია საქმიანობას ეწვა და ხელს უშლი, არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტის დეპუტატი ხარ თუ საკრებულოსი, არანაირი იმუნიტეტი არ გაქვს - ყველამ პატივი სცეს პოლიციას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც თბილისის საკრებულოს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, როგორც ირკვევა, ირაკლი ეძგვერაძე საპოლიციო საქმიანობას ხელს უშლიდა.

„არ ვიცი, ნაცემია თუ არა, ამაზე შესაბამის კომენტარს გააკეთებენ, მაგრამ როდესაც პოლიცია საქმიანობას ეწვა და ხელს უშლი, არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტის დეპუტატი ხარ თუ საკრებულოსი, არანაირი იმუნიტეტი არ გაქვს. ყველამ პატივი სცეს პოლიციას და ძალოვან უწყებებს, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ“, - აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით გუშინ საღამოს დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო.

როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, „კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან“.

მოგვიანებით, ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ირაკლი ეძგვერაძე კი, ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია