ირაკლი ნადირაძე - „ქართული ოცნება“ მთელი 12 წელია თესავს სიძულვილს, დაპირისპირებას, ზიზღს და ამ დაპირისპირებას და შურისძიების გაღვივებას უკვე არაერთი ადამიანი შეეწირა

ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ მთელი 12 წელია თესავს სიძულვილს, დაპირისპირებას, ზიზღს და ამ დაპირისპირებას და შურისძიების გაღვივებას უკვე არაერთი ადამიანი შეეწირა. როგორც ჩანს, მათი მიზანია ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაზარდონ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები იყოს მშვიდობიანი. „ქართული ოცნება“ არის დამარცხებული, ამიტომ მინდა ყველას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად მშვიდობიანად არაძალადობრივად ჩავატაროთ ეს საარჩევნო კამპანია და „ქართული ოცნება“ მშვიდობიანად გავისტუმროთ ხელისუფლებიდან. ჩვენ გვახსოვს არაერთი ფაქტი „ქართული ოცნების“ მხრიდან, როდესაც ხდებოდა ძალადობის წახალისება, მათ შორის რუსული აქციების შემდგომ ათასობით ადამიანი, რომელსაც ურეკავდნენ, აგინებდნენ, ლანძღავდნენ, შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ. მაგალითად, ლაშა ფარულავას მამა რამდენიმე დღე, საავადმყოფოშიც იწვა, იმის გამო, რომ შვილის მოკვლით დაემუქრნენ. ეს უნდა უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება