მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყანას აზიანებს კი არა, უფსკრულში მიათრევს - ეს რადიკალიზმი, ეს პოლარიზაცია უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს

„ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყანას აზიანებს კი არა, უფსკრულში მიათრევს - ეს რადიკალიზმი, ეს პოლარიზაცია უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც წყალტუბოში "ქართული ოცნების" წარმომადგენლის გარდაცვალების ფაქტებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ყველაფერში ორი პასუხისმგებელი მხარე არსებობს - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“.

„ჩემთვის ახლა მთავარი რა არის ამ ყველაფერში - ვხედავ, რომ ამ პროცესში ორი პასუხისმგებელი პირი არსებობს. ერთი არის „ოცნება“ და მეორე „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ქვეყანა ისეთი დაპირისპირების ზღვარზე მიიყვანეს, რომ ასეთ უმძიმეს ტრაგედიებამდე მივდივართ. ორივე ძალა უკვე ამ ქვეყანას აზიანებს კი არა, უფსკრულში მიათრევს. ამიტომაც ვეუბნებით ჩვენს მოქალაქეებს რომ ეს რადიკალიზმი, ეს პოლარიზაცია უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს" - განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება