2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (MIA) გამარჯვებული გუნდი -„Terra Tech“ „ნასას“ კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდა

მიმდინარე წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (MIA) გამარჯვებული გუნდი -„Terra Tech“ „ნასას“ კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ათასწლეულების გამოწვევის ფონდი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ქართველმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნასას კოსმოსური ცენტრი, გაეცნენ „ნასას“ ისტორიას, მონაწილეობდნენ სიმულაციურ სავარჯიშოებში, შეხვდნენ ამერიკელ კოსმონავტებს, „ნასას“ ინჟინრებს და გაიარეს კოსმოსური ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამა.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში ათასწლეულის ფონდის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, 2014 წლიდან ხორციელდება.

ამ დროის მანძილზე 3300-ზე მეტმა საშუალო სკოლის მოსწავლემ წარმოადგინა ინოვაციური პროექტები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სფეროებში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდები მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვან საზაფხულო სკოლებსა და ბანაკებში. პირველ ადგილზე გასული გუნდი კი მონაწილეობს „ნასას“ კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის (ჰიუსტონი, ტეხასის შტატი) საზაფხულო პროგრამაში.

პროგრამაში მონაწილეობის შედეგად მოსწავლეები ეცნობიან აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) მუშაობას, ახალ პროექტებს, ათვალიერებენ ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრს, ერთვებიან სხვადასხვა საინჟინრო ამოცანის გადაწყვეტაში, სიმულაციურ ექსპერიმენტებში, ხვდებიან ნასას ინჟინრებს და თანამშრომლებს.

2024 წლის აგვისტოში, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის პირველი პრიზის მფლობელი, გამარჯვებული გუნდი „Terra tech“ გაემგზავრა ჰიუსტონში და მონაწილეობდა „ნასას“ კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამაში. გუნდის წევრები გიგი გამსახურდია, ლუკა კუკავა, თამარ გამგებელი, საბა ხაბურძანია და დათო რუსია საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სკოლის მოსწავლეები იყვნენ და დღეს ისინი აშშ-ის, ევროპის და საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას.

ქართველმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს „ნასას“ კოსმოსური ცენტრი, გაეცნენ ნასას ისტორიას, მონაწილეობდნენ სიმულაციურ სავარჯიშოებში, შეხვდნენ ამერიკელ კოსმონავტებს, „ნასას“ ინჟინრებს და გაიარეს კოსმოსური ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გუნდის მონაწილეები საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ:

„ამ ხუთმა დღემ ჩემი 18 წლიანი ოცნება რეალობად აქცია და ახლა მჯერა, რომ დავბრუნდები „ნასაში“ და ჩემს ცოდნას მოვახმარ ჩემს ქვეყანას“,- განაცხადა გიგი გამსახურდიამ.

„ხუთი დღე საოცრებათა სამყაროში გავატარეთ, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო „ნასას“ დათვალიერება და ე.წ. ტრამვაის ტური“, - განაცხადა თამარ გამგებელმა.

„ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გამაძლიერა ჩემი მომავალი კარიერის არჩევანში, საოცარი იყო კოსმოსური ხომალდის The Apollo 11 ნახვა“,- განაცხადა ლუკა კუკავამ.

„განსაკუთრებით მომეწონა კოსმოსური მისიების მართვის ოთახი“,- განაცხადა საბა ხაბურზანიამ.

„ყველაფერი საინტერესო იყო, ერთს ვერ გამოვარჩევ. ეს იყო ფანტასტიკური მოგზაურობა, რომელიც არასდროს დამავიწყდება“,- განაცხადა დათო რუსიამ.

„Terra Tech“-ის სახელით მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩვენი ოცნებები აასრულა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ „ნასას“ საზაფხულო სკოლაში. ეს არ იყო მხოლოდ სასწავლო ვიზიტი, ეს იყო ხუთი დაუვიწყარი დღე და უდიდესი მოტივაცია ვისწავლოთ მეტი და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას“,- ვკითხულობთ ახალგაზრდების მიერ გამოქვეყნებულ პოსტში სოციალურ მედიაში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გრძელდება. მიმდინარე წელს წარმოდგენილი იყო 395 მოსწავლის მიერ 92 პროექტი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. დამოუკიდებელმა ჟიურიმ 11 ფინალისტი გუნდი შეარჩია, რომელთაგან გამარჯვებულები 2024 წლის ბოლომდე გამოვლინდებიან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო