პაატა მანჯგალაძე - არ არსებობს თემა, რომლითაც „ქართული ოცნება“ არ სპეკულირებს და ვიწროპარტიული სარგებლის მიღებას არ ცდილობს, რაც ამორალურია

არჩევნები ახლოვდება და იმის ნაცვლად, ხელისუფლებას ოპოზიციასთან კონკურენცია ჰქონდეს, თუ რას გავაკეთებთ ხალხისთვის, ხალხის დაშინებაზე არიან გადასულები, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ოცნება“ სხვადასხვა თემით სპეკულირებს, რასაც ხალხმა ეროვნული თანხმობა უნდა დაუპირისპიროს.

„26 ოქტომბრის არჩევნები ახლოვდება და იმის ნაცვლად, ხელისუფლებას ოპოზიციასთან კონკურენცია ჰქონდეს, თუ რას გავაკეთებთ ხალხისთვის, ხალხის დაშინებაზე და მოქალაქეების ერთმანეთზე დაგეშვაზე არიან გადასულები.

არ არსებობს თემა, რომლითაც „ქართული ოცნება“ არ სპეკულირებს და ვიწროპარტიული სარგებლის მიღებას არ ცდილობს, რაც ამორალურია.

სწორედ ამის საწინააღმდეგოდ ვთავაზობთ ქვეყანას ერთიანობას და ეროვნულ თანხმობას, რომ არ ავყვეთ სიძულვილისა და დაპირისპირების მცდელობაში დამარცხებისთვის განწირულ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება