დავით მათიკაშვილი - როცა მიუნხენის აეროპორტიდან, ოჯახთან ერთად, თბილისში ვბრუნდებოდი, ჩემთვის უცნობი ქალბატონი თავს დამესხა, იყო შეურაცხყოფების მცდელობა - სინამდვილეში, მან შეურაცხყოფა საკუთარ თავსა და შვილებს მიაყენა

როდესაც მიუნხენის აეროპორტიდან, ოჯახთან ერთად, თბილისში ვბრუნდებოდი ჩემთვის უცნობი ქალბატონი თავს დამესხა, იყო შეურაცხყოფების მცდელობა - სინამდვილეში, მან შეურაცხყოფა საკუთარ თავს და საკუთარ შვილებს მიაყენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მიუნხენის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მოქალაქე, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა, არასრულწლოვან შვილებთან ერთად იყო და ესეც არ აღმოჩნდა მისთვის დამაბრკოლებელი, რომ შეძახილებისგან თავი შეეკავებინა.

მათიკაშვილის განცხადებით, „როგორც ჩანს, ასეთია რადიკალიზმის და "ნაცმოძრაობის" სიყვარულის ხვედრი“.

„მინდა მივუსამძიმრო წყალტუბოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს. ეს იყო რადიკალიზმის გამოვლენის ძალიან აშკარა, ნათელი შედეგი, როდესაც შეურაცხყოფით, ცილისწამებით ადამიანი შეიძლება სიკვდილამდე მიიყვანო. ეს არის სწორედ ის რადიკალური ფაშიზმი, „ნაცმოძრაობისთვის“ დამახასიათებელი ანტურაჟის ძალიან მკაფიო გამოვლენა.

დაახლოებით, იგივე სიტუაციას ჰქონდა ადგილი, როდესაც მიუნხენის აეროპორტიდან ვბრუნდებოდი, ოჯახთან ერთად, თბილისში. ჩემთვის უცნობი ქალბატონი თავს დამესხა, იყო მცდელობა შეურაცხყოფების. თვითონაც არასრულწლოვან შვილებთან ერთად იყო და ძალიან გასაკვირი იყო ჩემთვის, როდესაც ესეც არ აღმოჩნდა დამაბრკოლებელი მისთვის, რომ შეურაცხმყოფელი შეძახილებისგან თავი შეეკავებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთია რადიკალიზმის და „ნაცმოძრაობის“ სიყვარულის ხვედრი, რომ არაფერი და არავინ არ არის მათთვის დაბრკოლება, რომ საკუთარი სიძულვილის ენა გამოავლინონ. სინამდვილეში, მან შეურაცხყოფა საკუთარ თავს, საკუთარ შვილებს მიაყენა. ეს იგო მძიმე, მაგრამ ეს იყო ფაქტი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, მიუნხენის აეროპორტში, დავით მათიკაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მხარდაჭერის გამო, მოქალაქემ „მოღალატე“ და „მონა“ უწოდა, რასაც მათ შორის კამათი მოჰყვა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო