CIU-ს პროფესორი ვახტანგ მაისაია „მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის“ წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს

31 აგვისტოს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში „მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის“ მორიგი სხდომა და სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, აკადემიის უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანული სექციის წარდგინებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრი, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის - „გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევები“ - ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ვახტანგ მაისაია, არჩეული იქნა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად და მას წევრობის დამადასტურებელი დიპლომი და სამკერდე ნიშანი გადაეცა.

მათივე ინფორმაციით, „მეცნიერების საერთაშორისო აკადემია“ 1982 წელს დაარსდა და მას მაღალი საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიური სტატუსი გააჩნია.

ბაქოში გამართულ კონფერენციაზე პროფესორმა და უკვე აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა სპეციალური ინგლისურენოვანი მოხსენება გააკეთა თემაზე: „Factor Globalization in Climate Change Geopolitics and Its Implication on Regional Security Provisions on case of the Caucasus-Caspian Region“ და აკადემიის სხვა წევრებთან ერთად წარმოადგინა საერთაშორისო კოლექტიური მონოგრაფია, რომელიც გამოვიდა ავსტრიაში, „მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის“ ეგიდით, სახელწოდებით: „Science Without Borders“ (Volume#7 2023-2024, ISSN 2070-0334)“. აღნიშნულ გამოცემაში, რომელიც მაღალი Impact Factor-ით გამოირჩევა, შევიდა მისი სამეცნიერო სტატია თემაზე: „The Geoeconomic Implications on the South Caucasus Regional Security Provisions: “Middle Transit Corridor” and Its Geopolitical Development“.

გარდა ამისა, ბაქოს შეხვედრაზე ჩამოყალიბდა სპეციალური საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც წამოყენებული იქნა ყაზახეთის, აზერბაიჯანის და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლების მიერ და ითვალისწინებს „აზიის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის“ ჩამოყალიბებას. აღნიშნული კომიტეტის საერთაშორისო მრჩევლად, მეცნიერების მიმართულებით, აირჩა პროფესორი ვახტანგ მაისაია, რომელიც ამ კუთხით წარმოადგენს საქართველოს მაღალ საერთაშორისო აკადემიურ ფორუმზე.

ამავე დროს, „მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის“ მომდევნო სხდომაზე, აკადემიის ახალგაზრდულ სამეცნიერო კომიტეტში წარდგენილი იქნება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის, ალიკა გუჩუას კანდიდატურა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება