ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილის ხელისუფლება ძარცვავს თავის ხალხს, თვითონ კი ამ ყველაფრის ხარჯზე მდიდრდებიან

პარკირების ერთწლიანი აბონემენტი ადრე ღირდა 50 ლარი, დღეს დედაქალაქში იგივე სერვისი 800 ლარამდე ჯდება. ჯარიმები გაზრდილია. ივანიშვილის ხელისუფლება ძარცვავს თავის ხალხს, თვითონ კი ამ ყველაფრის ხარჯზე მდიდრდებიან, - ამის შესახებ ,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხის გაღარიბების ფონზე, ჯარიმების საფასურის გაზრდა „კანონის სახელით ძარცვა და ყაჩაღობაა“.

„2013-2014 წლებში ჯარიმა 12-16 მლნ. ლარი იყო, რომელიც მაშინაც ბევრი იყო. დღეს ჯარიმები 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ არის გაზრდილი და ადამიანების ჯიბეებიდან იღებენ 7-ჯერ უფრო მეტს. ცხადია ეს დანაშაულია. ხალხის სურვილი, რომ „სითი პარკი“ არ ყოფილიყო თბილისში, ჩვენ მათ მხარს ვუჭერდით, ტარიფებსა და პარკირების ადგილების არ არსებობამ გამოიწვია. დღეს დედაქალაქში არც დაპირებული მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგებია დამატებული და არც სერვისია გაიაფებული, პირიქით 5-ჯერ გაძვირდა.

ადრე 1 წლიანი აბონემენტი 50 ლარი ღირდა და დღეს დედაქალაქში საათობრივი ულიმიტო პარკინგი რომ იყიდოს ადამიანმა 800 ლარამდე სჭირდება, პლუს ამას 2,5-ჯერ გაზრდილი ჯარიმების საფასური. ეს კანონის სახელით ძარცვა და ყაჩაღობაა. თუ ვინმე მეტყვის, რომ ხუთჯერ მოემატა ანაზღაურება, მე ვიტყვი, რომ ნორმალურია თუ პარკირების საფასური 5-ჯერ გაიზარდა, მაგრამ როცა ადამიანი კიდევ უფრო გაღარიბდა და ამ დროს ხელისუფლება ცდილობს, რომ 5-ჯერ, 7-ჯერ უფრო მეტი ამოიღოს ხალხის ჯიბიდან ეს არის დანაშაული და ჩვენ შემდეგ კარგად ვიცით ამ ამოღებულ ასეულობით მილიონ ლარს როგორ ხარჯავენ,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა