ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - მედია პლატფორმებზე მსოფლიო კულინარიის ვარსვლავის ჯეიმი ოლივერის კულინარიული ოდისეა საქართველოში გრძელდება

პოპულარული შეფ-მზარეული, ჯეიმი ოლივერი ონლაინ პლატფორმებზე საქართველოს გასტრო ტურისტული მიმართულების შესახებ მორიგ ვიდეო რგოლს ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრიტანელი შეფ-მზარეული Facebook-ზე, Iinstagram-სა და Tik Tok-ზე გავრცელებული ვიდეორგოლით საქართველოში კულინარიულ მოგზაურობას აღწერს.

ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ჯეიმი ოლივერი გავლენიანი პლატფორმებით საქართველოს პოპულარიზაციას უწევს. შეფ-მზარეული სოციალურ ქსელებში, პერიოდულად, ქართული კერძებისა და ღვინის შესახებ ვიდეოებს, „სთორებსა“ და ფოტოებს ტვირთავს.

„აქ იხილავთ საქართველოში ჩემი მოგზაურობის შესახებ საოცარ კულინარიულ ეპიზოდებს. როდესაც თქვენ გესაუბრებით კერძებისა და ღვინის შესახებ უნდა დამიჯეროთ, ეს მართლაც განსაკუთრებულია. აქ წარმოდგენილია: ბაზრები, სუფრები, რესტორნები, მცხობლები. აქ ყველგან აღმოაჩენთ სავსე სიყვარულსა და სიხარულს, რაც გამოწვეულია გემრიელი კერძების მომზადებითა და დაგემოვნებით. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ გამოვარჩიო ფავორიტი კერძი. ვფიქრობ, კვლავ დავბრუნდე (საქართველოში) და კიდევ ერთხელ დავაგემოვნო კერძები. ახლა ერთი სული მაქვს ჩემს სამზარეულოს მივაშურო და ახალი კერძები მოვამზადო ამ ახალი არომატებისგან“, - წერს ჯეიმი ოლივერი სოციალურ ქსელში.

ადმინისტრაციის ცნობით, ჯეიმი ოლივერმა საქართველოში აპრილში იმოგზაურა. ბრიტანელი შეფ-მზარეული კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო. ჯეიმი ოლივერი ადგილობრივ შეფ-მზარეულობს შეხვდა და მათთან ერთად ქართული კერძები მოამზადა.

ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, სოციალური არხებით, საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს. ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო